გოლდ ლაქტო ბალანსი

გოლდ ლაქტო ბალანსი წარმოადგენს მიკროორგანიზმების კომპლექსს, რომელიც 9 შტამი ლაქტობაქტერიებისაგან შედგება, რომელთაც ახასიათებს სწრაფი გამრავლება ნაწლავებში. ლაქტო ფლორა არეგულირებს ნაწლავების მჟავიანობას, შეწოვას, დაშლის პროდუქტების უტილიზაციას და გამოყვანას. L ლაქტობაქტერიები

იმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს იცავენ პათოგენური ფლორის გაძლიერებისგან ,კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებისგან, იცავენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედების ენერგეტიკას. აძლიერებენ პერესტალტიკას და სისხლის მიმოქცევას ნაწლავის კედელში. ხელს უწყობენ კალციუმის ცვლას ნაწლავის ამომფენ კუნთებში. ლაქტო ბაქტერიების უჯრედის კედლის პოლისახარიდები ააქტიურებენ ნაწლავის ლორწოვანის იმუნოკომპეტენტურ უჯრედებს და ამით ზრდიან ენდოგენური ინტერფერონის რაოდენობას.
გოლდ ლაქტო ბალანსი ეხმარება ნაწლავებს ფლორის აRდგენაში, ეხმარება მომნელებითი პროცესის ნორმალიზებაში, ააქტიურებს იმუნური სისტემის მუშაობას. ფორმულა განსაკუთრებით ეფექტურია გაჯანსაღების პროგრამაში, წონის კლების დროს, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის დროს, როგორც კუჭ-ნაწლავის ასევე სხვა სისტემების მეორადი იმუნოდეფიციტისა და ონკოდაავადებების დროს.
პროდუქტი შეიძლება გამოვიყენოთ ლაქტოზის აუტანლობის დროსაც.

ჩვენება: თანამედროვე ეკოლოგიური პირობების გამო ლაქტობაქტერიების მიღება დაეხმარება ენდოეკოლოგიური დაბინძურების მოხსნაში. ორგანიზმის დამცველობითი ძალების აღდგენაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებაში, აქვეითებს თირკმელის. ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების წარმოშობას და მათი მკურნალობის ეფექტურობას ზრდის. აქვეითებს ონკოდაავადებების რისკს, ამცირებს სხვადასხვა ინტოქსიკაციის სიმპტომატიკას მათ შორის ორსულების ტოქსიკოზს, აქვეითებს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების რისკს ორგანიზმის სისუსტის შემთხვევაში, მათ შორის ქირურგიული ოპერაციებისა და მშობიარობის შემდეგ. აჩქარებს წყლულისა და ეროზიის შეხორცებას, ასტიმულაციებს ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას , რის გამოც იგი ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება

მიღება: პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვებს 5 წლიდან და ზრდასრულებს, ერთი კაფსულა დილით უზმოდ ან ძილის წინ. კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დარღვევების, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების დროს შესაძლებელია 1 კაფსულა 2-3-ჯერ მიიღოთ დღეში. ყველაზე კარგი ეფექტი დგება ლაქტოფლორის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ბავშვებში 4 თვიდან წლამდე 1\2 კაფსულა წყალში გახსნით ან რძის პროდუქტებზე დამატებით. იმავდროულად მისი მეშვეობით შესაძლებელია მაწვნის შეყენება ან ბოსტნეულის დამჟავება, თუმცა ისინი 9-ვე შტამს ვერ შეიცავენ. ქრონიკული და მწვავე სინუსიტის დროს შეიძლება კაფსულა გაიხსნას გადადუღებულ წყალში და ჩაიწვეთოთ, ხოლო პირის ღრუს და ყელის დაავადებების დროს შესაძლოა დაიყაროთ ენის ძირზე, არასპეციფიური ვაგინიტების დროს და ინფექციების წინააღმდეგ ვაგინის რეზისტენტულობის ზრდისთვის პროდუქტი შესაძლოა გამოიყენოთ ვაგინაში შეყვანით.

უკუჩვენება:
არ აქვს.

შემადგენლობა:

Probiotic Blend:--------------4.5 billion L.Acidophilus, L.Bifidus, L.Phamnosus, L.Plantarum, L.Salivarus, L.Bulgaris, L.Lactis, L.Casei, L.Bravis