გოლდ კოენზიმ Q10

ეს პროდუქტი საკმაოდ პოპულარულია იმის გამი რომ გააჩნია ძალიან დიდი უნარი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში , ამიტომ ამ პროდუქტს ბევრი კომპანია აწარმოებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გოლდ კოენზიმ Q10 არის აბსოლუტირად განსხვავებული ,რაც იმაში გამოიხატება რომ ,ახალი კვლევებისა

და ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი გახდა გოლდ კოენზიმ Q10 წყალში ხსნადი ფორმის მიღება, განსხვავებით სხვა კომპანიებისაგან, რომლებიც ცხიმში ხსნად ფორმას აწარმოებენ, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დანაკარგებთან და ათვისების სისწრაფესთან, იმ დროს როდესაც გოლდ კოენზიმ Q10 აითვისება პირდაპირ სისხლძარღვის კედლიდან.
კოენზიმ Q10 არის ენდოგენური ბუნების და სიცოცხლისთვის აუცილებელ ბიოქიმიურ ნაერთს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ყოველ უჯრედშია და ერთ ერთ მთავარ როლს ასრულებს ენერგო წარმოქმნის პროცესში. ეს ნივთიერება წარმოადგენს ციკლური აგებულების ნაერთს, ის უზრუნველყოფს ჟანგბადის ეფექტურ გამოყენებას, არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას. კოენზიმ Q10 წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ რგოლს მიტოქონდრია-სუბუჯრედული ელემენტების ჯაჭვში, რომელიც იმუშავებს მთელი ენერგიის 95%. ყველაზე დიდი რაოდენობით, გამომუშავებული ენერგია პირველ რიგში ესაჭიროება გულს, ღვიძლს, თირკმელებს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ელენთას, ამიტომ ეს ორგანოები ძალიან მგრძნობიარე არიან კოენზიმ Q10 ნაკლებობის მიმართ. პიტერ მიტჩელი, რომელმაც დაადგინა კოენზიმ Q10 შეუცვლელი როლი უჯრედის ენერგეტიკული ბალანსისთვის 1978 წელს ნობელის პრემიის ლაურიატი გახდა მედიცინის დარგში. ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმს თვითონ შეუძლია დაასინთეზოს კოენზიმ Q10 მაგრამ ასაკთან ერთად დაახლოებით 30 წლიდან ეს უნარი თანდათან ქვეითდება რის გამოც უჯრედში მათი შემცველობა მცირდება, ამას კი მივყავართ ფიზიკური სიბერისა და ქრონიკული დაავადების განვითარებისკენ, ამიტომ საჭიროა ეს პროდუქტი აქტიურად გამოიყენებოდეს , განსაკუთრებულად 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანების მიერ. მსოფლიოს გერონტოლოგიური ცენტრები წარმოადგენენ კოენზიმ Q10 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს, რადგან იგი ანელებს სიბერის პროცესს და შესამჩნევ ცვლილებებს იწვევს ადამიანებში. Co Q10 ნაკლებობა გავლენას ახდენს ყველა უჯრედზე, მაგრამ განსაკუთრებულად ამას გრძნობს გული. Co Q10 მეშვეობით ხდება ჟანგბადის რაციონალური გამოყენება, იზრდება ენერგიის დონე, რაც იცავს და აძლიერებს გულის კუნთს, ძლიერდება მისი პულსაცია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ Co Q10 დეფიციტია იმ პირებში რომელთაც აღენიშნებათ პერიოდონტის, დიაბეტის, კუნთოვანი დისტროფიის დაავადებები. ის ადამიანები რომლებიც გულზე ოპერაციის შემდეგ იღებდნენ CoQ10, მდგომარეობის ნორმალიზაცია გაცილებით ადრე დგება. სამედიცინო გამოკვლევების ფონზე აღმოჩნდა , რომ გისტამინის მოქმედების ნეიტრალიზაცია ხდება CoQ10 მეშვეობით ამიტომ იგი რეკომენდირებულია ალერგიის, ბრონქიალური ასთმის და რესპირატორული დაავადების დროს. იაპონელი მკვლევარების მიერ დადგენილი იქნა CoQ 10-ის დამცველობითი უნარი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს და თუ გავითვალიწინებთ CoQ10 ანტიოქსიდანტურ თვისებებს, იგი ყველაზე უფრო მოთხოვნადია იაპონიაში. დადგენილია აგრეთვე რომ გოლდ კოენზიმ C oQ 10 წონის კლების პროგრამას უფრო ეფექტურს და შედეგიანს ხდის. ჩვენება: გულსისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, დიაბეტი, ალერგია, პერიოდონტალის დაავადებები, კუჭნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, იმუნური სისტემის გაძლიერება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, სიბერის პროცესის შენელება, ბაქტერიული ინფექციები, ანგინა, კუნთის დისტროფია, წონის კლების პროგრამა, გულზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, სპორტული და ფიზიკური დატვირთვა,ღვიძლისა დათირკმლის დაავადებები

მიღების წესი: 1 კაფსულა ჭამის დროს.

უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული 12 წლამდე ბავშვებში, ორსულ და ძუძუთა კვების დროს. ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

შემადგენლობა:
Co Enzyme Q10-------------30mg